„ქართველი მხატვრები“- ბათუმის N20 საჯარო სკოლის მე-5 კლასში შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
06-06-2024

ბათუმის N20 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. მოსწავლეებს პედაგოგები საინტერესო, შემოქმედებით და მოტივირებაზე ორიენტირებულ აქტივობებს ხშირად სთავაზობენ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებიც ნიჭიერებითა და შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევიან. 

ამჯერად, მე-5 კლასში სასკოლო შემეცნებითი ღონისძიება - „ქართველი მხატვრები“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, საინტერესოდ ისაუბრეს და ცოდნა გაცვალეს. 

ღონისძიება ქართველი მხატვრების ცნობილი ნახატებით იყო გაფორმებული. მოსწავლეებმა კი შემოქმედებითი ნომრები გამართეს, იმღერეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203