„საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრობის კვლევა და პოპულარიზაცია“ - ქუთაისის N38 სკოლის მე-10 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
06-06-2024

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ. მათ შორის სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს პროექტებით სწავლება.

ახლახან, X კლასის მოსწავლეებმა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში განახორციელეს მეტად საინტერესო პროექტი, რომელის მიზნად ისახავდა:

ა)საქართველოს კუთხეების კულტურული მემკვიდრობის კვლევასა და პოპულარიზაციას;

ბ) საქართველოს რომელიმე მხარეში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ერთი კონკრეტული ძეგლის კვლევას. 

პროექტის ფარგლებში პედაგოგმა ელისო კიკვაძემ მოსწავლეებს საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა. 

მათ შორის მოსწავლეებმა შექმნეს მაკეტი, ფლაერი, ვიდეოკოლაჟი და ა.შ.

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203