ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლის - თეკლა ჯანაშიას წარმატება ინტელექტუალურ თამაშში
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა და ოლიმპიადაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
მათ შორისაა IV ბ კლასის მოსწავლე თეკლა ჯანაშია, რომლის დამრიგებელი ელისო კუბლაშვილი გახლავთ.
ის, როგორცსკოლაში გვიყვებიან, სკოლის წარმატებული მოსწავლეა. მეოთხეკლასელი „აზრიადას“ იმერეთის ჩემპიონატში წარმატებით მონაწილეობდა, სადაც II ადგილი დაიკავა.
აღნიშნული წარმატებისთვის მოსწავლეს დიპლომი გადაეცა. ის, ასევე ჩემპიონატის სპონსორებმა დაწესებული სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.
სკოლაში თეკლა ჯანაშიას გამარჯვებას ულოცავენ და შემდგომ წარმატებებს უსურვებენ.
„ვულოცავთ თეკლას ამ დიდ გამარჯვებას და მადლობა ვუხდით ჩემპიონატის ორგანიზატორებსა და სპონსორებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: