ჩამდურის საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ლამაზი ღონისძიება 
06-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის პირველკასელებისთვის სასწავლო წლის ბოლო დღეც ისეთივე შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი იყო, როგორიც მთელი წელი. 

პირველკლასელებმა ანბანი საზეიმოდ გააცილეს, სკოლაში გატარებული პირველი წელი შეაჯამეს და ერთმანეთს ხალისიანი არდადეგები უსურვეს. 

პატარებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, დადგეს წარმოდგენა, რომელიც სასკოო საზოგადოების შეფასებით იყო ძალიან სახალისო და საინტერესო, მიწვეული სტუმრების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლო, მოსწავლეებს მასწავლებელმა წერა-კითხვის ცოდნის დამადასტურებელი სიგელები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203