„დედამიწას სიყვარული ატრიალებს“ - საინტერესო ლიტერატურული ღონისძიება მულახის საჯარო სკოლაში
06-06-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „დედამიწას სიყვარული ატრიალებს“. 

ღონისძიებაზე, ბავშვებმა წარადგინეს გურამ დოჩანაშვილის ცხოვრების ეპიზოდები სასიყვარულო ისტორიებთან დაკავშირებით, დადგეს სპექტაკლები და გაითამაშეს - „უშბა და თეთნულდი“. 

ასევე, მოსწავლეებმა, ნოდარ დუმბაძის შემოქმედებიდან - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „წერილის“ მონაკვეთი გააჟღერეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და საღამო სიმღერით დააგვირგვინეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ავტორი მაკა მინდიაშვილი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203