ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს საინფორმაციო კამპანია მიეძღვნა
06-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას.

სწორედ ამ მოტივით, 5 ივნისს, სკოლაში გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო საინფორმაციო კამპანია.

მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები, კედლის გაზეთები და ისაუბრეს ბუნების დაცვის აუცილებლობაზე.

მოსწავლეებმა ამ დღის არსი და მნიშვნელობაც გაიაზრეს და ერთმანეთს გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს, მათ თავიანთი როლიც განსაზღვრეს ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203