
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ახალხან, სკოლის მასწავლებელმა - ანნა ღუბასარიანმა მე-8 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების შესახებ.
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია ნარჩენების მართვისა და გადამუშავების შესახებ, ნაგვის დახარისხების და შემდგომი გადამუშავების გზები დასახეს და პლაკატებზე დაიტანეს, რომელებიც შემდგომ კლასში წარადგინეს.
ბავშვებმა ისაუბრეს, თუ თუ როგორ შეიძლება გადამუშავდეს ნაგავი და როგორ ხდება ნარჩენებისგან სხვა ნივთის მიღება. ასევე იმსჯელეს ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების მნიშვნელობაზე.
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი მეტად შემეცნებითი და ინფორმაციული აღმოჩნდა, სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ და იაქტიურეს.
იხილეთ ფოტოები: