ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-4 კლასში დიაგნოსტიკური ტესტირება ჩატარდა 
06-06-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებებს დიდი ყურადღება ექცევა.

სწორედ მათი ცოდნის, უნარების დასადგენად და წინსვლისთვის პედაგოგ ლუიზა ფირცხელავას ხელმძღვანელობით, მე-4 კლასში დიაგნოსტიკური ტესტირება ჩატარდა.

აღნიშნული ტესტირება სამ საგანში: ქართულში, მათემატიკასა და ბუნებაში ჩატარდა. ბავშვებმა ნასწავლი მასალა წარმოაჩინეს და საჭირო უნარები გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ წელს მე-4 კლასელები პირველ პედაგოგს ემშვიდობებიან.

მასწავლებელი ლუიზა ფირცხელავა მათ წარმატებებს უსურვებს.

„წარმატებები ჩემო უკარგესებო“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203