მარტყოფის N1 სკოლის მე-2 კლასელი - ალექსანდრე სვირავას ბრიწყინვალე წარმატება საგნობრივ ოლიმპიადებში და დამსახურებული ჯილდო
06-06-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

მათ შორისაა სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე ალექსანდრე სვირავა, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ინგლისური ენის საგნების გაზაფხულის სეზონის „კინგსის“ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობდა.

ოლიმპიადა ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა.

მოსწავლემ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო, საქართველოს გუნდის საუკეთესოთა შორის მოხვდა და საზაფხულო ბანაკის (ცემში) 400-ლარიანი დაფინანსება  დაიმსახურა

ის, ასევე მიწვეულია ევროპაში, ქალაქ ვილნიუსში. კლასის დამრიგებელს - ლია მჭედლიშვილს კი წიგნის მაღაზიის 100-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ალექსანდრეს დიდი სურვილი აქვს ისწავლოს ამერიკაში.

სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ და მას წარმატებას უსურვებენ მომავალში.

„ვულოცავთ ჩვენს ჭკვიან ბიჭს და მის ოჯახს ამ დიდ წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203