მარნეულის N2 სკოლის „განათლების ბაღში“ მზის ენერგიის სისტემა დამონტაჟდა
06-06-2024
მარნეულის N2 საჯარო სკოლა სხვადასხვა პროგრამაში წარმატებით ერთვება. მოსწავლე-პედაგოგების დიდი მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით სკოლაში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება. 

ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის მცირე გრანტების ფარგლებში, სკოლაში მზის ენერგიის სისტემა განთავსდა.

„პროექტის ფარგლებში, მზის ენერგიის სისტემა დამონტაჟდა განათლების ბაღში, რომელიც მოიცავს: გარე განათებას, რადიოს მობილური ტელეფონის დამუხტვის საშუალებას“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტი "ნარჩენების დახარისხება - მწვანე მომავალი“ ხორციელდება სკოლის სამოქალაქო და ეკოკლუბის - ჩვენი მომავლისთვის წევრების სასკოლო თემის ჩართულობით. პროექტის ავტორი ფამილ ჰუსეინოვი გახლავთ.

აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203