ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დიდი ზარ-ზეიმი ვაჩიანის საჯარო სკოლაში
06-06-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო. 

იქ მე-11 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სახალისო ნომრები წარუდგინეს.

მათ შეჯიბრი მოაწყვეს, პატარა მოსწავლეები ამღერეს და აცეკვეს. რასაკვირველია, თითოეულ აქტივობაში თავადაც უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მაყურებლები და სკოლის პედაგოგები ულამაზესი სანახაობით კმაყოფილები იყვნენ. სადღესასწაულო განწყობას კი არაჩვეულებრივად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203