
თბილისის N10 საჯარო სკოლის პედაგოგები ენერგიას არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ, მათ ხელს უწყობენ, რომ თავიანთი უნარები არ მხოლოდ სკოლის მასშტაბით, არამედ ფართო ასპარეზზეც წარმოაჩინონ.
მათ შორის არიან „კინგსის“ ოლიმპიადაში გამარჯვებულები: IIIგ კლასის მოსწავლე ბარბარე ხელაძე, რომელიც სამი ოქროს მედლის მფლობელია და IV კლასის მოსწავლე ბარბარე კვარაცხელია.
მათი წარმატებით განსაკუთრებით ამაყობენ პედაგოგები: მ. სტვილია, ა. ხურცილავა და ც. ხაბეიშვილი.
„ძალიან სასიხარულოა, როცა შრომის ნაყოფს ხედავ... სკოლისთვის, მასწავლებლისთვის ნაყოფი სხვა არაფერია, თუ არა მოსწავლის წარმატება. სკოლას ბევრი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. ვულოცავთ მათ ოქროს მედლის მოპოვებას. სამომავლოდ ვუსურვებთ კიდევ მეტ წარმატებას და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას მეგობრებთან ერთად“, - ასე მიულოცეს სკოლაში მოსწავლეებს მიღწეული წარმატება და წინსვლა უსურვეს.