წაჩხურუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ეკოაქტივობით აღნიშნეს
06-06-2024
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში. მათ აღნიშნეს, რომ გარემოს მოვლა და მოფრთხილება მნიშვნელოვანია.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. აღნიშნული დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებას და განვითარებისთვის ბრძოლაში აქტიურ ჩართვას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203