
ახმეტის N1 საჯარო სკოლის მე-4ა კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო ღონისძიება, რადგან წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან.
„ძვირფასი ოთხი წელიწადი“ - ამ სიტყვებით იზეიმეს პატარებმა და სკოლაში გატარებული 4 წელი, დამრიგებელის ქეთინო მთიულიშვილის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი ღონისძიებით შეაჯამეს.
დღე ემოციებით სავსე, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: