შორაპნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მიეძღვნა
07-06-2024

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები ბავშვებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად საკუთარ უფლებებს ასწავლიან და მოვალეობებს შეახსენებენ. 

სწორედ ბავშვთა უფლებების შეხსენებას და მოსწავლეთა ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურებოდა შორაპნის საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების საერთო გამოფენა, რომელშიც ჩართული იყო IV-IX კლასის 34 მოსწავლე.

გამოფენა  ხელოვნების მასწავლებლის - გულნაზ კვინიკაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, რაც მოწაფეთა შესაძლებლობებზე აისახება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203