
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის მიწურულს, მე-4 კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს.
მე-4 კლასის დასრულება მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია, რათა მათ პირველ მასწავლებელთან დამშვიდობება უწევთ.
მოსწავლეებმა მოაწყვეს ღონისძიება და დამსწრე საზოგადოებას არაერთი შთამბეჭდავი ნომერი წარუდგინეს. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები, დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
პატარებმა გაიხსენეს 4 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები და დაუვიწყარი წლებისთვის მადლობა გადაუხადეს კლასის ხელმძღვანელ ნელი ზაალიშვილს.
იხილეთ ფოტოები: