შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფოტოკონკურსში წარმატება მოიპოვეს
06-06-2024

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საინტერესო ინიციატივაში და თავიანთ შესაძლებლობებს ფართო საზოგადოებას უზიარებენ.

ამჯერად, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ფოტოკონკურსში - „ბავშვები - ფლორა და ფაუნა“, რომელიც ადგილობრივი მერიის მიერ იყო გამოცხადებული. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წაახალისა ხელოვნების პედაგოგმა გულნაზ კვინიკაძემ. 

IX კლასის მოსწავლემ რეზი კვინიკაძემ გაიმარჯვა ნომინაციაში - „ჟიურის სიმპათია“, რისთვისაც დასაჩუქრდა ფულადი ვაუჩერით, სიგელით და ფასიანი საჩუქრით.

ხოლო სხვა მონაწილე კონკურსანტები: დავით შველიძე, ანი ცერცვაძე, მაია ბებიაშვილი, ირინა ბუზალაძე, სანდრო ბებიაშვილი და მარიამ კვინიკაძე დასაჩუქრდნენ ფასიანი საჩუქრებით და სიგელებით.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შეიძინეს დიდი გამოცდილება და გაიფართოვეს თვალსაწიერი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203