
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას.
ცხადია სკოლაში გარემოს დაცვის მსოფლიო დღეც საზეიმოდ აღინიშნა.
ამ დღისადმი მიძღვნილ აქტივობაში, დიდი ენთუზიზმითა და მონდომებით ჩაერთნენ ბავშვები და მასწავლებლები.
„საკვები, რომელსაც ვჭამთ, ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, წყალი, რომელსაც ვსვამთ, ბუნებიდან მოდის“, - ყოველივე ეს ბავშვებმა კარგად გაიაზრეს და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ.
პატარები ხალისით ჩაერთნენ აქტივობაში და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა გაიაზრეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას პედაგოგი ქეთინო ჯინჭარაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: