
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულნი და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას ეწევა სკოლაში მოქმედი ეკოკლუბი „ვიტისი“.
კლუბის წევრები აქტიურად არიან ჩართულნი მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ და მის ფარგლებში არაერთ აქტივობას ახორციელებენ.
კლუბმა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024-ის“ პირველი ეტაპი 1700 ქულით დაასრულა.
სკოლაში კლუბის აქტიურობა ახარებთ და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ვიდეო ბმულზე