„რა საფრთხეს უქმნიან ინვაზიური სახეობები ადგილობრივ ეკოსისტემას?“ - ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბელმა მოსწავლეებისთვის ​შემეცნებითი შეხვედრა გამართა
13-06-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „ვიტისი“, რომლიც წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობაში არიან ჩართულნი და სასკოლო საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

21 მაისს, ეკოკლუბვიტისის“ წევრმა - სოფო დეკანოიძემ სკოლის მოსწავლეებისათვის გამართა საინფორმაციო შეხვედრა მეტად მნიშვნელოვან თემაზე - რა საფრთხეს უქმნიან ინვაზიური სახეობები ადგილობრივ ეკოსისტემას?

სოფომ მსმენელს აუხსნა რას ნიშნავს ტერმინები: „ინვაზია“, „ინვაზიური“. კონკრეტულ მაგალითად კი ავსტრალიაში შეყვანილი გომბეშო Toadzilla მოიყვანა, ასევე გაიხსენეს რუსეთიდან საქართველოში ტელეუტური ციყვის შემოყვანის ისტორიაც.

მომხსენებელმა დეტალურად ახსნა თუ როგორ ცდილობს უცხო ინდივიდი დაიმკვიდროს თავისი ადგილი, ანუ ეკოლოგიური ნიშა. თუ ნიშა ცარიელი დახვდა, ის წარმატებით იწყებს გამრავლებას, მაგრამ თუ დაკავებულია, ცდილობს, გააძევოს მასპინძელი. იმარჯვებს ის სახეობა, რომელიც უფრო ძლიერია. ძლიერი კი ყოველთვის არ ნიშნავს ფიზიკურად უფრო ღონიერს. სიძლიერე ხშირად იმაში გამოიხატება, რომ სახეობას შეუძლია უფრო მრავალფეროვანი საკვებით იკვებოს, სწრაფად გამრავლდეს, ან უფრო კარგად გაუძლოს მკაცრ კლიმატს.

საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ მომხსენებლისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203