გორელოვკის N3 და უჩმანის საჯარო სკოლების მოსწავლეთა კულტურული და სპორტული აქტივობებით გაჯერებული საინტერესო ღონისძიება
06-06-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლასა და უჩმანის საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს, მოსწავლეები ერთობლივად საინტერესო ინიციატივებს აყენებენ და მრავალფეროვან ღონისძიებებს მართავენ. 

მოგეხსენებათ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მულტიკულტურული გარემოთი, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით. ინტეგრაციისა და ჰარმონიული თანაცხოვრების ხელშეწყობის მიზნით უკვე მესამე სხვადასხვა სახის შეხვედრა დაიგეგმა გორელოვკის N3 საჯარო სკოლასა და უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის.

ამჯერად, ღონისძიება კულტურულ და სპორტულ აქტივობებს მოიცავდა.

მოსწავლეებმა ჯერ მოინახულეს სოფელ გორელოვკაში მეჩეთი, სადაც მათ თბილად უმასპინძლეს და დაათვალიერებინეს სალოცავი. შემდეგ ეწვივნენ დუხობურების ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ბოლოს კი, საოცარი სანახაობა ბუღდაშენის ტბა იხილეს.

მოსწავლეებს შორის გაიმართა შეჯიბრება ფრენბურთში. შეხვედრა ამხანაგურ ხასიათს ატარებდა და მეგობრობამ გაიმარჯვა, სასკოლო საზოგადოებამ აღნიშნა: „ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანსაღი ურთიერთობები ჩვენი არჩევანია“. 

როგორც სკოლებში გვიყვებიან, საოცარი სანახავი იყო ქართველი და სომეხი მოსწავლეების მიერ შესრულებული აჭარული. 

დღე ემოციებით დატვირთული, მხიარული და დაუვიწყარი აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203