დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები და მრავალფეროვანი აქტივობები შუასურების საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა შემაჯამებელ გაკვეთილზე
06-06-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ, რომ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი, საინტერესო გაკვეთილებით გაჯერებული და მათ ინტერესებს მორგებული.

ამჯერად, მე-5 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, შემაჯამებელი ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად და წარმოჩენას, თუ როგორ იყენებს პედაგოგი დიფერენცირებულ სწავლებას სწავლა-სწავლებისას

გაკვეთილის თემა ი.გოგებაშვილის - „იავნანამ რა ჰქმნა?!“, გახლდათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გაკვეთილზე გამოყენებული იყო დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები.

გაკვეთილს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203