
დემოკრატიული კულტურის განვითარებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიეძღვნა.
24 მაისს, სკოლის ეკოკლუბმა პროექტი - „არჩევნები და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა“ განახორციელა.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ არჩევნები ნებისმიერი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ის ერთგვარად ხალხის ნების გამოხატულებაა სახელმწიფოს მართვის პროცესში. კონსტიტუციის მიხედვით ხალხი არის ხელისუფლების წყარო. ხმის მიცემა არა მხოლოდ მოქალაქეობრივი უფლება, არამედ ყველაზე ფუნდამენტური და ძვირფასი თავისუფლებაა, ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მიზნად ისახავდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და არჩევნებში მათი ჩართულობის ხელშეწყობას.
იხილეთ ფოტოები: