ქუთაისის N4 სკოლის V კლასის მოსწავლეთა შემეცნებითი ექსკურსია სამცხე-ჯავახეთში და ღია ცის ქვეშ გამართული ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია
06-06-2024

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო, შემეცნებითი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლის V კლასის მოსწავლეთათვის (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კობეშავიძე)  სამცხე-ჯავახეთში საინტერესო და შთამბეჭდავი ექსკურსია მოეწყო.

ექსკურსიაზე, მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, წარადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი დგას მეციხოვნედ მარადისობა!“ .

ბავშვებმა 26 მაისის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობა. მათ ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ეს დღე ემოციური, დასამახსოვრებელი და ძალიან საინტერესო იყო.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203