ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიადაგის მჟავიანობა სპეციალური ციფრული ხელსაწყოს დახმარებით გაზომეს
06-06-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, ეკოკლუბ „ვიტისის“ ხელმძღვანელმა - გიორგი ზამბახიძემ მოსწავლეებს ნიადაგის მჟავიანობის საზომი ციფრული ხელსაწყო და მისი გამოყენების ინსტრუქცია გააცნო.

როგორც მან აღნიშნა, ეს კომპაქტური და მრავალფუნქციური ხელსაწყო იდეალურია ნიადაგის მჟავიანობისა და ზოგადად, სიჯანსაღის შესამოწმებლად, მისი დახმარებით მცენარეების ზრდის ხელშეწყობაა შესაძლებელი. 

ხელსაწყო გამოსაყენებლად ძალიან მარტივი და მოსახერხებელია, აქვს შემდეგი 3 მთავარი მახასიათებელი:

  • მზის სინათლის ტესტის დიაპაზონი (9 დონე): LOW-, LOW, LOW+, NOR-, NOR, NOR+, HGH-, HGH, HGH+;
  • ტენიანობა (5 დონე): DRY+, DRY, NOR, WET, WET+;
  • PH მაჩვენებელი (12 დონე): 3.5~9.0pH.

ნიადაგის მჟავიანობის საზომი ხელსაწყოს გამოყენებისას შემდეგი ეტაპები გაიარეს:

1. ტენიანობის/მჟავიანობის/სინათლის ნიშნული სასურველ პოზიციაზე გადართეს;

2. მილები ნიადაგში 5-10 სანტიმეტრზე მოათავსეს;

3. შესაბამისი მნიშვნელობის დონე 10 წუთის შემდეგ შეამოწმეს;

4. ხელსაწყო, გამოყენების შემდეგ, ნიადაგიდან ამოიღეს და გაწმინდეს.

ტენიანობის სენსორმა სხვადასხვა მცენარის ნიადაგში აჩვენა განსხვავებული მნიშვნელობები:

  • წითელი 3 (მშრალი);
  • მწვანე 5 (ტენიანი);
  • ლურჯი 8 (სველი).

pH სენსორის საშუალო მაჩვენებელი გახლდათ 6, ხოლო სინათლის სენსორისა კი NOR+.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203