
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც ეფექტურ სასწავლო მეთოდს.
ახლახან, თამარ მეფის გიმნაზიის Iა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მადონა ვარდოშვილი) იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე მარტყოფში.
მათ მოილოცეს მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერი, იგალობეს ტაძარში, ითამაშეს ბუნებაში და დიდი შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: