
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა საინტერესო შემოქმედებითი სახის აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო თემაზე - „ყველა ფერი ყველაფერზე“.
გამოფენაზე, I-IX კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს: პორტრეტები, პეიზაჟები, ნატურმორტები ფერწერაში, გრაფიკაში, ფოტოხელოვნების რამდენიმე ნიმუში, პრეისტორიული პერიოდის ნახატები ბუნებრივ საღებავებში, XX საუკუნის ქართული ქანდაკების ანალიზი და ა.შ.
გამოფენის ორგანიზატორის - პედაგოგ ვერა ლომიძის თქმით, თითოეული მოსწავლის ნიჭი და უნარები მსგავსი აქტივობებით უნდა წახალისდეს, რათა მათ მოტივაციაზე პოზიტიური გავლენა იქონიოს.
ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: