ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
06-06-2024
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პატრიოტული სულისკვეთებითა და ეროვნული ღირებულებებით ზრდიან. სწორედ ამიტომ, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლაში, 26 მაისისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც სკოლის VI და X კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას პედაგოგები: ხათუნა გორგოძე და სალომე სხულუხია ხელმძღვანელობდნენ.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, ამ დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203