ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის საზოგადოება დირექტორს - დეკანოზ დანიელ სოლომონიძეს დაბადების დღეს დიდი სიყვარულით ულოცავს
06-06-2024

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიის თანამშრომლები დიდი პატივისცემით ულოცავენ დაბადების დღეს დირექტორს -  დეკანოზ დანიელ სოლომონიძეს

გიმნაზიაში განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავენ დეკანოზის მიმართ, მისი ღვაწლისა და გაწეული შრომისადმი, დიადი მიზნისთვის, რომელიც სახელმწიფოსთვის პატრიოტი, განათლებული და ღირსეული ახალგაზდების აღზრდას გულისხმობს. 

გიმნაზიის კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები მადლობას უხდიან დეკანოზს და დაბადების დღეს, საუკეთესო სურვილებით ულოცავენ. 

„კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები დეკანოზ დანიელ სოლომონიძეს დაბადების დღეს ვულოცავთ! ღმერთმა ბედნიერი და დღეგრძელი გამყოფოთ ოჯახთან და მრევლთან ერთად! 

წმინდა დანიელის ლოცვა და მეოხება გეწეოდეთ ქრისტე მაცხოვრის ტკბილი და მსუბუქი უღლის, მოძღვრის საპასუხისმგებლო და საპატიო ჯვრის ღირსეულად ზიდვაში!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203