ხუცუბნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით აღინიშნა 
05-06-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო. 

იქ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სიმღერებით, ცეკვით, მინისპექტაკლებით აღინიშნა. ზეიმში II, III, IV, VIII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ისინი აქტივობებში პედაგოგების - დალი ჯაშის, მარინა თხილაიშვილის, გული მესხიძისა და მანანა გოგიტიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

ღონისძიება მხატვრულად  გააფორმეს მუსიკის მასწავლებელმა ეკატერინე ათაბაძემ და მე-9 კლასის მოსწავლე ნათია ესელიძემ.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და იხალისეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203