„საქართველოს გამოჩენილი მომღერისა და ლოტბარის - ჯუმბერ მუკბანიანის გახსენება“- საინტერესო ღონისძიება ჩოლურის საჯარო სკოლაში
05-06-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

30 ივნისს, კონსულტანტი მასწავლებლის - ნანა შუბითიძის ორგანიზებით, სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „საქართველოს გამოჩენილი მომღერისა და ლოტბარის ჯუმბერ მუკბანიანის გახსენება“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გარდა იმისა, რომ ჯუმბერ მუკბანიანი აქტიური საზოგადო მოღვაწე იყო, იგი შესანიშნავ ლექსებსაც წერდა.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ჯუმბერ მუკბანიანი ლექსები, რომელშიც ჩანს მისი მჭიდრო კავშირი ბუნებასთან, მისი სიყვარული სამშობლოს, თავისი კუთხის და ოჯახისადმი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა „მიჟე ნარიმ“ და ოჯახურმა ფოლკლორმა, რამაც ღონისძიება უფრო მეტად საინტერესო გახადა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი - მარინა ლიპარტელიანი, სასკოლო საზოგადოება და თემის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი ღონისძიება დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203