
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა განათლებაზე, არამედ მათ პატრიოტ მოქალაქეებად აღზრდაზე ზრუნავენ.
ახლახან, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ეწვივნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ვახტანგ შათირიშვილის დედას - გულნაზ ბარამიძეს და 26 მაისი მიულოცეს.
აქტივობის ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინა ტრაპაიძე იყო.
როგორც სკოლაში ამბობენ, მარინა ტრაპაიძემ საინტერესო წიგნი - „ჩემი სოფლის ღიმილის ბიჭი“ სწორედ ვახტანგის ხსოვნას მიუძღვნა. მოსწავლეებს გულნაზ ბარამიძე ვაჟის შესახებ ესაუბრა და მათ სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები: