მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
05-06-2024

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეთა თვითმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრებმა (ხელმძღვანელები ასმათი ბუსხრიკიძე და ინგა გელაშვილი), პროექტის ფარგლებში, მორიგი აქტივობა განახორციელეს. 

ისინი სხვიტორში აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც ინფორმაცია როგორც დიდი პოეტის ბავშვობასა და ცხოვრებაზე, ისე მგოსნისა და დიდი საზოგადო მოღვაწის - ნიკო ნიკოლაძის მეგობრობის შესახებ მიიღეს. 

ასევე სხვიტორის საგამოფენო დარბაზში მათი მეგობრობის ამსახველი ფოტომასალები დაათვალიერეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203