„ბედნიერება ბუნების სილამაზით ტკბობა და დაფასება“ - ობუჯის თემის N2 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ლაშქრობით აღნიშნეს
06-06-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ამის ნათელი მაგალითია სკოლაში ჩატარებული არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა. 

„ბედნიერება არის შენს გარშემო არსებული ბუნების სილამაზით ტკბობა და დაფასება....“, - ამ იდეით განმსჭვალულმა სასკოლო საზოგადოებამ კი, ამჯერად, 5 ივნისი, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე იზეიმა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ანა კაკაჩიამ, თემში მდებარე პატარა მდინარის ხეობაში დაგეგმა და განახორციელა ლაშქრობა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგი გამოირჩევა გარემოსდაცვითი აქტივობების ორგანიზებით სკოლაში, მას განხორციელებული აქვს სხვადასხვა საინტერესო პროექტი. ის გამოირჩევა გუნდურობის და თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნის განსაკუთრებული უნარით, მისთვის პრიორიტეტია მოსწავლეებში ამ უნარ-ჩვევების წახალისება და განვითარება, რაც ამ აქტივობაშიც, სასკოლო საზოგადოების უმრავლესობის ჩართულობით გამოიხატა. 

პედაგოგი ზრუნავს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე და შესაბამისად ქმნის მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ, საინტერესო სასწავლო პროცესს.

პედაგოგის მიერ განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებში, მონაწილეობს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, პედაგოგი თანამშრომლობს თემთანაც, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ლაშქრობაზე ერთხმად აღინიშნა, რომ ამ კუთხით დაგეგმილ აქტივობებს უკვალოდ არ ჩაუვლია. მოლაშქრეებს ხეობა გასუფთავებული, მოწესრიგებული, ნარჩენების გარეშე დახვდათ.

როგორც სკოლაში აფასებენ, მოსწავლეების ცნობიერება და პასუხისმგებლობა იყო მაღალ დონეზე. მათ ხეობა სტუმრობის შემდეგ სამაგალითოდ სუფთა დატოვეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203