თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნახატების გამოფენაზე საინტერესო ნამუშევრები წარადგინეს
05-06-2024
ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად ისინი ნახატების გამოფენაში „ჩემი საყვარელი წიგნის პერსონაჟი“ წარმატებით მონაწილეობდნენ.

გამოფენა 30 მაისიდან 2 ივნისამდე მიმდინარეობდა.

აღნიშნულ გამოფენაზე, სკოლის მოსწავლეებმა 13 ნამუშევარი წარადგინეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

სასკოლო საზოგადოება მათით ამაყობს და მომავალში წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203