გუმათის საჯარო სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი წარმტაცი ღონისძიება 
05-06-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები და ანბანის წარმატებით შესწავლა კი ღონისძიებით - „ანბანის ზეიმი“ აღნიშნეს. 

პირველკლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.

მოსწავლეებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე და მისი შექმნილი „დედაენისადმი“ სიყვარული და პატივისცემა ლექსებითა და სიმღერებით გამოხატეს.

ბავშვებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პედაგოგებს სიამაყის საფუძველი მისცეს.

ღონისძიებას პედაგოგები - დარეჯან ფირცხალავა და ირმა ჩუბინიძე ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203