თბილისის N9 სკოლის მოსწავლეები ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალში ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ 
05-06-2024
ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით აქტივობაში ერთვებიან.

მათ შორის იყო მერიის ორგანიზებით გამართული ფესტივალი -„მე მინდა საქართველო მიცნობდეს“, რომელიც პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ფესტივალზე სკოლის მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო ნამუშევარი წარადგინეს. ნამუშევრებში მათი ხედვა შესანიშნავად იყო წარმოჩენილი.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს წარმატებულ მომავალს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203