ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ლაშქრობით აღნიშნეს
05-06-2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

​ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის  მოსწავლეები გეოგრაფიის მასწავლებლის - ნანა კობერიძის თაოსნობით იმყოფებოდნენ ლაშქრობაზე თხოთის ქედზე შემდეგი მარშრუტით: სოფელი ქვემო ხანდაკი-სოფელი მირიანი- თხოთის ქედი- წმინდა ნინოს ეკლესია- ქვემო ხანდაკი.

მოსწავლეებს ასევე თან ახლდა სპორტის მასწავლებელი საბა ბერიძე.  

ეს დღე ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო.

„ჩვენი მიზანია - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გაცნობა, გეოგრაფიული რელიეფის, მისი ფორმების დათვალიერება, ისტორიული ფაქტების გახსენება და მოსწავლეთა ფიზიკური შესაძლებლობებისა და გარემოს აღქმის უნარების მეტად განვითარება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203