ბათუმის N25 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკლავჭიდში, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
06-06-2024

ბათუმის N25 საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა, პედაგოგები თუ დირექცია მხარს უჭერენ სპორტით დაინტერესებულ მოსწავლეებს და მათი წარმატებით ამაყობენ. 

ამჯერად, სკოლა მოხარულია გაგვიზიაროს მე-8 კლასის მოსწავლეების წარმატება. 

სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში, მკლავჭიდში ევროპის 33-ე ჩემპიონატი ჩატარდა, მასში ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის სპორტსმენები მონაწილეობდნენ, რომლებიც ბათუმის N25 საჯარო სკოლის მე-8 კლასში სწავლობენ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და შემდეგი საპრიზო ადგილები დაიკავეს: 

მეორე ადგილი - ლიზი დიასამიძე,  U15 ორივე მკლავში, ვერცხლი;

მესამე ადგილი - ეკა მაკარაძე, U15 მარცხენა მკლავში, ბრინჯაო.

„ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში და ამაყობენ მოსწავლეების მიღწევით. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203