უფლისციხის საჯარო სკოლაში, მკითხველთა კლუბის ინიციატივით, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა 
05-06-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი აქტიურად ფუნქციონირებს.

ახლახან, სკოლაში, მკითხველთა კლუბის ინიციატივით გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პოეტის ცხოვრების ეპიზოდები, წაიკითხეს მისი ლექსები და მოასმენინეს მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა გამოხატეს კმაყოფილება და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები. 

ეს დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203