„ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ თქვენით...“ - წყალტუბოს N3 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა
06-06-2024

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლა კიდევ ერთმა თაობამ, საზეიმოდ, დიდი ჟრიამულით დაამთავრა, საყვარელმა პედაგოგებმა კი, მათ წარმატებული მომავლისკენ მიმავალი გზა დაულოცეს. 

12-წლიანი სასკოლო ცხოვრების დასასრული და ბოლო წუთები ცოდნის ტაძარში, ცხადია ემოციებით სავსე და დაუვიწყარი იყო. 

კურსდამთავრებულების თეთრი პერანგები დღის ბოლოს ემოციური წარწერებით, მისალოცი ტექსტებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო. 

„კურსდამთავრებულებს ვულოცავთ სკოლის დასრულებას და წარმატებას ვუსურვებთ ოცნებების ასრულებისკენ მიმავალ გზაზე... ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ თქვენით!“, - ამ სიტყვების ფონზე გააცილეს კურსდამთავრებულები სკოლიდან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203