
წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და შესაძლებლობების წარმოჩენაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
3 ივნისს სკოლაში IV კლასის ღონისძიება - „ო, ძვირფასო ოთხო წელიწადო...“ ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები კლასის დამრიგებლის - მაია ჯიქიას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მშობლები.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები გამართეს და ნაყოფიერი ოთხი წელი შეაჯამეს. ისინი მასწავლებელს და განვლილ ოთხ წელიწადს სიმღერით, ცეკვით და ლექსებით დაემშვიდობნენ.
„ეს დღე იყო დაუვიწყარი და ემოციური როგორც ბავშვებისთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისათვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: