სამტრედიის N12 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით შეაჯამეს
05-06-2024

სამტრედიის N12 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს.

ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ერთგვარი ანგარიში წარუდგინეს.

მათ სხვადასხვა საგნის ფარგლებში მიღებული ცოდნა და უნარები მხიარულად, მუსიკალური ნომრების თანხლებით გამოავლინეს. 

ღონისძიებას პედაგოგი ფიქრია თურქია უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საზეიმოდ იყვნენ გამოწყობილნი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203