
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით, საზეიმო განწყობით დაასრულეს.
სასკოლო ცხოვრებს პირველი წარმატებული ნაბიჯები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
გამოსაშვები ღონისძიება ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი გამოვიდა.
კლასის დამრიგებელმა - ირმა ჭიჭინაძემ და ინგლისურის მასწავლებელმა - მეგი იმნაძემ პატარებს დაუვიწყარი ზეიმი მოუწყვეს. ისინი, ხომ მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ.
პირველკლასელებმა ღონისძიებაზე ცოდნა შეაჯამეს, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ბევრი იმხიარულეს.
„ჩვენო ჭკვიანო გოგო-ბიჭებო წინ ბევრი საინტერესო დღეები გელოდებათ. დაგილოცავთ გზას ცოდნის მწვერვალებისკენ. მადლობა მასწავლებლებს, თითოეულ მოსწავლეს, მშობლებს, ყველას ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ დღის გალამაზებასა და გაფერადებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა და მასწავლებელთა კრეატიულობა ახარებთ.
იხილეთ ფოტოები: