ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო და სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
05-06-2024

ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ უსაფრთხო, მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა საკუთარი უფლებები გაიზრონ და შესაბამისი ცოდნა ჰქონდეთ. 

სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი“ სხვადასხვა აქტივობით შეუერთდა. მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასფალტი მოხატეს, სურვილები დაწერეს და ინფორმაცია გაცვალეს.

გარდა ამისა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, ზესტაფონში გამართულ ღონისძიებაზე „ორნატის“ მე-11 კლასის მოსწავლეებმა - მარიამ ძიგანიძემ და მათე ძიგანიძემ ცეკვა ქართული შეასრულეს და საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

„ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი“ ყველა ბავშვს ულოცავს ამ დღეს და უსურვებს ბედნიერ მომავალს

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203