ქუთაისის N35 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი საინტერესო ღონისძიებით შეაჯამეს
05-06-2024

ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.

სასკოლო საზოგადოებას IV კლასის მოსწავლეებმა საოცარი ნიჭიერებითა და ემოციით სავსე ღონისძიება აჩუქეს. მეოთხეკლასელებმა სამშობლოს, ბუნებისა და ადამიანის სიყვარულით ანთებული გულებით სპექტაკლი „ხაზარულა“ დადგეს, მათ სცენაზე ვაჟა-ფაშაველას შემოქმედება „გააცოცხლეს“ და ქართული ცეკვები თუ სიმღერები საუცხოოდ შეასრულეს.

მოსწავლეებისთვის ეს დღე ამაღელვებელი იყო, რადგან ისინი წელს პირველ მასწავლებელს - ბელა მშვილდაძეს ემშვიდობებიან - ადამიანს, რომლისგანაც ისწავლეს უდიდესი სიყვარული, სათნოება, პატრიოტიზმი, ერთმანეთისა და გარშემომყოფების პატივისცემა.

როგორც სკოლაში ამბობენ, ცხოვრების ყველა ეტაპზე, პედაგოგი ბელა მშვილდაძე მათთვის საუკეთესო მეგობარი, საყრდენი და მხარდამჭერი იქნება.

კლასის ხელმძღვანელი და სკოლის დირექცია მადლობას უხდიან მუსიკის პედაგოგ ნათია ჯანელიძეს, ღონისძიების მუსიკალური გაფორმებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203