შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო ღონისძიება 
06-06-2024

სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, თუმცა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების შემართება კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა, კარგი განწყობით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის აღსანიშნავი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეები დიდი შემართებით მონაწილეობდნენ. 

III - IV კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების - ლიდა ამირბეკიანის და ანჟელა ხაჩატურიან-მარგარიანის ხელმძღვანელობით მრავალფეროვანი აქტივობები ჩაატარეს, შექმნეს პლაკატები, საქართველოს დროშები მოისხეს და სკოლის ეზოში საინტერესო სანახაობა გამართეს. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203