შაუმიანის N1 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
05-06-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.

პირველკლასელებმა ღონისძიებაზე იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

I და I კლასების მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.

აღნიშნული კლასების პედაგოგები: ვიოლეტა სარქისიანი და სუზი გალუსტიანი გახლავთ.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებს მომდევნო კლასებში წარმატება უსურვებს.

„წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203