შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
05-06-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნადია პარავიანის ხელმძღვანელობით მოაწყვეს ღონისძიება.

მათ იცეკვეს, იმღერეს, დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს.

სკოლაში ყველა ბავშვს დღესასწაულს გულთბილად მიულოცეს და ჯანმრთელობა, ბედნიერება და უდარდელი ბავშვობა უსურვეს.

„ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203