„ვასამართლებთ სიგარეტს“ - მარნეულის N6 სკოლაში თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იმიტირებული სასამართლო პროცესი მოეწყო 
05-06-2024

მარნეულის N6 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშნელოვან თემასთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა გაიმართა.

სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი რუგია ალიევა გახლავთ,  იმიტირებული სასამართლო პროცესი თემაზე „ვასამართლებთ სიგარეტს“ გამართეს.

მოსწავლეებმა მოირგეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის და მოწმეების როლები, არგუმენტირებულად იმსჯელეს თამბაქოს მავნე გავლენაზე და მისგან გამოწვეულ რისკებზე.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული იყო.

31 მაისს მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1987 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 31 მაისი „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203